აღნიშნული კურსის მიზანია დაეხმაროს  კრისტალში ახალმიღებულ თანამშრომელს  კომპანიაში და სამუშაო გარემოსთან მოკლე დროში ადაპტაციაში.

კურსზე სწავლების ხანგრძლივობაა 1 თვე ( 4 კვირა )

კურსის გასავლელად  საჭიროა კვირაში დაახლოებით 6-7 საათი. 

კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

-          შრომის უსაფრთხოება (3 სთ, 10%)

-          ინფორმაციის დაცვა (5 სთ, 17%)

-         კომპანიაში არსებული შიდა სისტემები (12 სთ, 40%)

-         კომპანია კრისტალი (5 სთ, 17%)

-         HR სერვისები (3 სთ, 10%)

        საოპერაციო რისკები და შეტყობინების მექანიზმი (WhistleBlowing) (1 სთ, 3%)

-          შიდა აუდიტი (1სთ, 3%)

თითოეული მოდული აერთიანებს რამოდენიმე საკითხს.  მოდულის ბოლოს არის შემაჯამებელი ტესტირება. მხოლოდ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იხსნება შემდეგი მოდული. 

ტესტში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში თქვენ გაქვთ ხელახლა მცდელობის უფლება. 

გაითვალისწინეთ, რომ მოდულის გავლისას თქვენი პროგრესის ვიზუალიზაციისათვის შესაძლებელია გავლილი საკითხის მონიშვნა.

კურსის გავლის შედეგები გათვალისწინებული იქნება გამოსაცდელი პერიოდის საერთო შეფასებაში.

გისურვებთ წარმატებას!