კურსი შედგება ორი ნაწილისაგან.
კურსის პირველი ნაწილის მიზანია დაეხმაროს კრისტალში ახალმიღებულ თანამშრომელს კომპანიაში და სამუშაო გარემოსთან მოკლე დროში ადაპტაციაში.
კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- შრომის უსაფრთხოება (3 სთ, 8%)
- ინფორმაციის დაცვა (5 სთ, 18%)
- კომპანიაში არსებული შიდა სისტემები (12 სთ, 43%)
- კომპანია კრისტალი (5 სთ, 18%)
- საოპერაციო რისკები და შეტყობინების მექანიზმი (WhistleBlowing) (1 სთ, 3%)
თითოეული მოდული აერთიანებს რამოდენიმე საკითხს. მოდულის ბოლოს არის შემაჯამებელი ტესტირება. მხოლოდ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იხსნება შემდეგი მოდული.
კურსის მეორე ნაწილის მიზანია დაეხმაროს კომპანიაში ახალმიღებულ განვადების ოფიცერს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მოკლე პერიოდში გამომუშავებაში.
კურსის ეს ნაწილი მოიცავს განვადების ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად თემებს :
- გაყიდვების ტექნიკები - 2სთ 35 წთ
- მომსახურება და ეფექტური კომუნიკაცია - 1სთ 30წთ
- AML და შესაბამისობა – 45წთ
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სახელშეკრულებო საკითხები - 55წთ
- მომხმარებლის შემოსავლის განსაზღვრის ტექნიკები - 1სთ
- პლატფორმა AKIDO - 5სთ 30 წთ
- მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები - 2სთ
თქვენ დამოუკიდებლად უნდა გაეცნოთ კურსში ატვირთულ მასალებს და დაწეროთ კურსის ბოლოს არსებული ტესტი.
ტესტი შედგება 35 კითხვისაგან. გადასალახი ზღვარია 26 ქულა.

