კურსი მიზნად ისახავს კრისტალში ლიდერობის უნარების განვითარების, ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებისათვის საჭირო დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას და მენეჯერული კომპეტენციების გაძლიერებას.
კურსში მოცემული საკითხები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მენეჯერებში მართვის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი პრაქტიკული უნარების განვითარებას, რათა უკეთ შეძლონ შეიმუშაონ მისაღწევი შედეგის ხედვა; დახვეწონ თანამშრომლებისათვის მიზნების დასახვის, დელეგირების და კონტროლის მექანიზმები; მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისათვის; გააუმჯობესონ გუნდის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის და უკუკავშირის ტექნიკები.
სახელმძღვანელო მართვის თანამედროვე მიდგომებთან ერთად მოიცავს „კრისტალის მენეჯერის სტანდარტს“, სადაც განსაზღვრულია მენეჯერის პასუხისმგებლობები: გუნდის და სამუშაო პროცესის მართვის დროს, ასევე განხილულია მინიმალური მოთხოვნები, რომლის განხორციელება პირდაპირ გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის შედეგებზე ხანმოკლე და გრძელვადიან პერიოდებში.
კურსის მიზანია მენეჯერულ პოზიციაზე ახალ დანიშნულმა თანამშრომელმა მიიღოს ცოდნა და განავითაროს ის უნარები რომელიც მას დაეხმარება მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნესპროცესების ეფექტიანად მართვაში
კურსი მიზნად ისახავს კრისტალში საფილიალო ქსელის მენეჯერთა უნარების განვითარებას საკრედიტო, სალარო, AML, დისციპლინარული საქმის წარმოების, ფილიალის ფინანსური ეფექტიანობის შეფასების,გუნდის მართვის, აუდიტის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით რათა დაგეხმაროთ ფილიალის ეფექტიანად მართვის პროცესში.
კურსი შედგენილია მოდულების პრინციპით. თითოეული მოდული აერთიანებს რამოდენიმე საკითხს. ყოველი მოდულის ბოლოს არის შემაჯამებელი ტესტირება. მხოლოდ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იხსნება შემდეგი მოდული.
კურსის დასასრულებლად აუცილებელია ყველა მოდულის გავლა.
ტესტში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში თქვენ გაქვთ ხელახლა მცდელობის უფლება.გისურვებთ წარმატებას!
კურსი მოიცავს ეფექტური მენტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკებს

